Aa
Aa

რუმენიგე სანჩესის ტრანსფერს გამორიცხავს

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰანც რუმენიგემ ალექსის სანჩესის „რეკორდმაისტერში“ ტრანსფერი გამორიცხა.

იგი აცხადებს, რომ კლუბი ამ სატრანსფერო ფანჯრისას მეტ შემტევს აღარ შეიძენს.

„ჩვენ სანჩესის ტრანსფერით დაინტერესებული არ ვართ. ვესაუბრეთ ანჩელოტის და შევთანხმდით, რომ „ბაიერნი“ ამ ზაფხულს შემტევს აღარ შეიძენს“.

ჩილელმა ვარსკვლავმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მას მომავალ სეზონში „ჩემპიონთა ლიგაზე“ თამაში სურს, თუმცა ამავდროულად „არსენალისგანაც“ სასურველ წინადადებას ელოდება.

სანჩესი „კონფედერაციის თასის“ შემდეგ არდადეგებზეა და ამჟამად „არსენალთან“ ერთად ავსტრალიურ შეკრებაზე არ იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები