კასანო
Aa
Aa

კასანო "ვერონაში" ჩარიცხვიდან 8 დღეში კარიერას ასრულებს...

როგორც იტალიური პრესა წერს, ანტონიო კასანო დღეს საღამოს სპეციალურ პრესკონფერენციას გამართავს, რომლითაც საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს.

35 წლის ფეხბურთელი სერია ა-ში დაწინაურებულ "ვერონაში" ზუსტად 8 დღის წინ ჩაირიცხა, თუმცა ოჯახური მიზეზების გამო თამაშის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს.

"კასანტა" სხვადასხვა დროს "რომაში", "რეალში", "ინტერსა" და "მილანში" თამაშობდა. იტალიის ნაკრების ფორმით კი 2003-2014 წლებში მოედანზე 39-ჯერ გამოვიდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები