რაფაელ ნადალი
Aa
Aa

როდის დაასრულებს რაფა კარიერას - კითხვას ტონი ნადალი პასუხობს

ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის ბიძამ, რომელიც ამავდროულად მისივე მწვრთნელიც იყო, AS-თან ინტერვიუს დროს რაფას კარიერის დასრულებაზე ილაპარაკა.

ტონი ნადალს ზუსტი დრო არ დაუსახელებია, მაგრამ აღნიშნა, რომ შესაძლოა მისი ძმისშვილის წასვლის დრო მალე დადგეს.

რას თქვა ტონი ნადალმა:

ვფიქრობ, რომ სანამ რაფა იგრძნობს, რომ გამარჯვების შანსი ექნება, ჩოგბურთის თამაშს გააგრძელებს. როცა მიხვდება, რომ სხვა არჩევანი აღარ აქვს და ტურნირებზე ჩემპიონობისთვის ვეღარ იბრძოლებს, არ მგონია, რომ თამაში გააგრძელოს.

რამდენი დრო დარჩა? ნამდვილად არ ვიცი. ეს, რა თქმა უნდა, მეტოქეებზე და მის ორგანიზმზე იქნება დამოკიდებული.

რაფაელ ნადალი მსოფლიო ჩოგბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენია. რაფას პროფესიონალური კარიერის განმავლობაში 92 ტიტული აქვს მოპოვებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
როჯერ ფედერერმა კარიერაში ყველაზე საუკეთესო გამარჯვება და დასანანი მარცხი გაიხსენა
როჯერ ფედერერმა კარიერაში ყველაზე საუკეთესო გამარჯვება და დასანანი მარცხი გაიხსენა