მილიარდერი ფლოიდ მეივეზერი
Aa
Aa

მილიარდერი ფლოიდ მეივეზერი

Mayweather Promotions-ის აღმასრულებელ დირექტორის ლეონარდ ელერბეს განცხადებით, UFC-ის ჩემპიონთან კონორ მაკგრეგორთან ბრძოლის შემდეგ, ფლოიდ მეივეზერის საერთო შემოსავალი მთელი კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარს გადააჭარბებს

"ჩემი აზრით, ამ გარიგების წყალობით, ფლოიდი მესამე სპორტსმენი გახდება მაიკლ ჯორდანისა და ტაიგერ ვუდსის შემდეგ, ვისი შემოსავალიც მილიარდ დოლარს გადააჭარბებს", - განაცხადა ელერბემ.

მეივეზერი ჟურნალ Forbes-ის ვერსიით სამჯერ გახდა წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი: 2012 წელს (85 მილიონი დოლარი), 2014 წელს (105 მილიონი) და 2015 წელს (300 მილიონი).

ცხელი ამბები