იტალიური პრესა:
Aa
Aa

იტალიური პრესა: "იუვე" მატუიდის უახლოვდება!

იტალიური პრესის თქმით, "იუვენტუსი" ახლოსაა, რომ "პსჟ"-დან ბლაიზე მატუიდი დაიმატოს.

მხარეებს შორის მოლაპარაკებები დასკვნით ფაზაშია და ისინი შეთანხმებასთან ახლოს არიან. ტრანსფერის სავარაუდო თანხა 20 მილიონი ევროა.

მატუიდის გადაბირებით "მანჩესტერ იუნაიტედიცაა" დაინტერესებული, თუმცა ამ მომენტში "იუვეს" შანსები გაცილებით მაღალია.

იწერება ისიც, რომ ფეხბურთელის აგენტი მინო რაიოლა უახლოეს ხანში "პსჟ"-ს ხელმძღვანელებს შეხვდება და მატუიდის ტრანსფერზე დაელაპარაკება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები