კარლო ანჩელოტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ანჩელოტი: ბენზემა მწყობრშია და ოსასუნასთან სასტარტოში იქნება

კარლო ანჩელოტიმ „ოსასუნასთან“ მატჩის წინა პრესკონფერენციაზე ქომაგებს სასიხარულო სიახლის შესახებ აცნობა - ქარიმ ბენზემამ ტრავმა მოიშუშა და გუნდის დახმარებას შეძლებს.

„ბენზემა ძალიან კარგადაა, ის ხვალ სასტარტოდან დაიწყებს. მისი ფიზიკური მდგომარეობა ძალიან კარგია. ვფიქრობ, ის შესანიშნავ ფორმაშია და ითამაშებს.

ბოლო მატჩებში მას არ გაუტანია, რადგან არ უთამაშია. კარიმში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. ის ძალიან კარგია, ძალიან კარგად ვარჯიშობდა. ბენზემა ისეთივეა, როგორც ყოველთვის.

ვნახოთ, ამ პერიოდის შემდეგ კარიმი ჩვეულებრივად ითამაშებს თუ არა. ის საოცარი ფეხბურთელია“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი 6 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში, სადაც „რეალმა“ „სელტიკს" სტუმრად 3-0 მოუგო, დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.

ლა ლიგის მე-7 ტურში ანჩელოტის გუნდი „ოსასუნას“ უმასპინძლებს. მატჩი ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
MARCA: თვლის, რომ ლაპორტამ უღალატა - მესის ბარსაში დაბრუნება რთული იქნება
MARCA: თვლის, რომ ლაპორტამ უღალატა - მესის ბარსაში დაბრუნება რთული იქნება