ჩავი ერნანდესი
Aa
Aa

ყველა სანაკრებო მატჩი ერთი პაუზისას ჩატარდეს - ჩავის იდეა

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა სანაკრებო პაუზებისას გამოწვეული პრობლემების გადაჭრის გზას მიაგნო და ახალი ინიციატივით გამოდის - ყველა საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრა ერთი პაუზისას ჩატარდეს.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ფეხბურთელების ტრავმები ეროვნულ ნაკრებებში?

„ყველაფერი გართულებულია. ფიფას აქვს გეგმა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდეს - ეს ძალიან საკამათოა.

მაგრამ არის კალენდრის ვარიანტიც, რომელშიც ნაკრებები იკრიბებიან და თვენახევრის განმავლობაში ყველა მატჩს ატარებენ. ამის შემდეგ კლუბები ფეხბურთელებს სეზონის ბოლომდე იღებენ. ნაკრებების თამაშებით ერთი მთლიან ბლოკს მივიღებდით.

ვფიქრობ, რომ ეს კარგი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული“.

- ციტირებს ჩავის სიტყვებს ESPN-ი.

ბარსამ სანაკრებო პაუზისას დიდი ზარალი ნახა

„ბარსელონას“ სანაკრებო პაუზამდე არცერთი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავდა და გუნდიც სასურველ ფორმას ნელ-ნელა უახლოვდებოდა, თუმცა სექტემბრის ერთა ლიგისა და სხვა სანაკრებო შეხვედრებისას კლუბმა ერთბაშად 4 მოთამაშე დაკარგა.

რონალდ არაუხო (2 თვით), ჟიულ კუნდე (2-3 კვირით), ფრენკი დე იონგი (7-10 დღით), მემფის დეპაი (7-10 დღით).

მცირე ტრავმა უსამან დემბელემაც მიიღო, თუმცა ფრანგი სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა. ჰექტორ ბელერინმა კი ტრავმა ვარჯიშისას მიიღო და 1 თვით დაისვენებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიო ჩემპიონატი ირანის ნაკრების გარეშე - ფიფას მოთხოვნით მიმართეს
მსოფლიო ჩემპიონატი ირანის ნაკრების გარეშე - ფიფას მოთხოვნით მიმართეს