მსოფლიო ჩემპიონატი ირანის ნაკრების გარეშე - ფიფას მოთხოვნით მიმართეს
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი ირანის ნაკრების გარეშე - ფიფას მოთხოვნით მიმართეს

ქალთა უფლებების დამცველმა ირანულმა ორგანიზაციამ, Open Stadiums-მა ფიფას ღია წერილით მიმართა და ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატიდან ირანის ნაკრების მოხსნა მოითხოვა. წერილი ფიფას პრეზიდენტის, ჯანი ინფანტინოს სახელზეა დაწერილი და ნათქვამია, რომ ზომები ირანში ქალთა უფლებების უგულებელყოფის გამო უნდა იქნას მიღებული.

„ირანის ფეხბურთის ფედერაცია არა მხოლოდ ამ რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეა, არამედ ფეხბურთის მდედრობითი სქესის გულშემატკივრებისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ირანში, ისე ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ჩვენი ნაკრები ითამაშებს. ფეხბურთი ყველასთვის უსაფრთხო უნდა იყოს!

სწორედ ამიტომ, ირანელმა გულშემატკივრებმა გვინდა, დამძიმებული გულით გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება, რომელიც ირანის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას უკავშირდება. რატომ უნდა დაუთმოს ფიფამ გლობალური სცენა ირანსა და მის წარმომადგენლებს, როცა რეჟიმის მმართველები ადამიანის ძირითად უფლებებსა და ღირსებებს უგულებელყოფენ და თავიანთი ხალხის წამებასა და ხოცვას განაგრძობენ? სად არის ამ საკითხთან მიმართებით ფიფას პრინციპები? გამომდინარე აქედან, ფიფას ვთხოვთ, მე-3 და მე-4 წესდებებზე დაყრდნობით, ირანი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთოს“.

შეგახსენებთ, რომ ირანი ჯგუფში ინგლისთან, უელსთან და აშშ-სთან იმყოფება. მისი პირველი შეხვედრა 21 ნოემბერს, „სამი ლომის“ წინააღმდეგაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რატომ არ სცადა ინტერმა ხვიჩას გადაბირება - იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაცია
რატომ არ სცადა ინტერმა ხვიჩას გადაბირება - იტალიელი ჟურნალისტის ინფორმაცია