Aa
Aa

"მილანის" ახალი წინადადება - 70 მილიონი "რეალს", 10 - მორატას...

იტალიური „მილანი“ სატრანსფერო ბაზარზე დომინაციას აგრძელებს. „როსონერი“ მორიგ ხმაურიან ტრანსფერს უმიზნებს და ალვარო მორატას „სან სიროზე“ გადასაყვანად მუშაობს.

როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, იტალიური კლუბი „რეალს“ ტრანსფერში 70 მილიონ ევროს უხდის, თუმცა ცნობილია, რომ მადრიდელები 90 მილიონს ითხოვენ.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ „მილანი“ მორატას იტალიაში უპრეცედენტო ხელფასს წლიურ 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

დაიწერა ისიც, რომ ესპანელ ფორვარდს ყოფილმა თანაგუნდელმა ლეონარდო ბონუჩიმ დაურეკა და „როსონერიში“ გადასვლა ურჩია.

დავამატოთ ისიც, რომ „მილანი“ პარალელურად რენატო სანჩესის, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ანდრეა ბელოტის ტრანსფერზეც მუშაობს. ამ უკანასკნელის სანაცვლოდ გუნდმა რამდენიმე დღის წინ „ტორინოს“ 40 მილიონი ევრო და 2 ფეხბურთელი - მბაიე ნიანგი და გაბრიელ პალეტა შესთავაზა. ტურინელთა პრეზიდენტი ურბან კაირო შეუვალია და აღნიშნულ მოთამაშეებთან ერთად, არა 40-ის არამედ 80 მილიონი ევროს მიღება სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები