გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

პაკო ლოპესი: „სიმართლე გითხრათ მამარდაშვილმა ძალიან გამაოცა“

„ლევანტეს“ ყოფილმა თავკაცმა, პაკო ლოპესმა, რომელსაც „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდიც გაუწვრთნია, „ღამურების“ ქართველ ფეხბურთელზე, გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა. ლოპესი რადიო Tribuna Deportiva-ს სტუმარი გახლდათ და „მამარდას“ ასპარეზობასთან დაკავშირებით, მოკლე კომენტარი გააკეთა.

„მამარდაშვილზე სიმართლე რომ ვთქვა, მან ძალიან გამაოცა. უსაფრთხოების შეგრძნებამ, რომელსაც გიორგი კარში დგომისას აჩვენებს, ჩემი ყურადღება ნამდვილად მიიპყრო”.

ცნობისთვის, პაკო ლოპესი ყოფილი ფეხბურთელია და „ჰერკულესის“, „ექსტრემადურას“, „ლევანტეს“, „მურსიასა“ და „კასტელიონის“ რიგებში უთამაშია. საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, მან მწვრთნელობა სცადა და 2018-21 წლებში „ლევანტეს“ თავკაცი იყო, მანამდე კი „ვილიარეალის“ სარეზერვო გუნდები ებარა.

გეტყვით იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში ექვსივე მატჩში სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა და ორ შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. „ვალენსიამ“ ექვს ტურში 9 ქულა დააგროვა და 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პრიზი და ხელით მოხატული ფიგურა - ხვიჩას მარადონაზე დააჯილდოვებენ
პრიზი და ხელით მოხატული ფიგურა - ხვიჩას მარადონაზე დააჯილდოვებენ