ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ნაპოლიმ იტალიას გამბედაობის მაგალითი მისცა“ - კრავერო ხვიჩას ტრანსფერზე

„ტორინოსა“ და რომის „ლაციოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა რობერტო კრავერომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, „ნაპოლიმ“ გამბედაობა გამოიჩინა, როცა ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა.

„არასდროს განვსჯი ცნობილ ფეხბურთელებს, რომელთა სატრანსფერო ფასი მაღალია, მაგრამ კარგ ფეხბურთელებს შესაბამის შეჯამებას, რეზიუმეს ვუკეთებ. ნეაპოლურმა კლუბმა მთელ იტალიურ ფეხბურთს მაგალითი უჩვენა,  „ნაპოლიმ“ გამბედაობა გამოიჩინა, როცა კვარაცხელია დაიმატა, მას ხომ მხოლოდ რუსეთის ჩემპიონატში თამაშის გამოცდილება ჰქონდა. ასევე, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ლუჩიანო სპალეტის შესანიშნავი მუშაობა“.

„ნაპოლის“ 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა სერია ა-ს 7 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მის აქტივში „ლივერპულთან“ შესრულებული საგოლე გადაცემა და „რეინჯერსთან“ მოპოვებული პენალტია. ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

სერია ა-ს მერვე ტურში „ნაპოლი“ „ტორინოს“ უმასპინძლებს. თამაში პირველ ოქტომბერს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თავი უნდა აწიოს და პასი გააკეთოს“ - მაროლდამ კვარაცხელიაზე ისაუბრა
„თავი უნდა აწიოს და პასი გააკეთოს“ - მაროლდამ კვარაცხელიაზე ისაუბრა