Aa
Aa

"დორტმუნდმა" ობამეიანგს ულტიმატუმი წაუყენა

„დორტმუნდის ბორუსიამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგს ულტიმატუმი წაუყენა.

გერმანული გრანდის ვიცე-პრეზიდენტ ჰანს-იოახიმ ვაცკეს განცხადებით, ობამეიანგს ახალ გუნდში გადასასვლელად რამდენიმე დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში „სიგნალ იდუნა პარკზე“ დარჩენა მოუწევს.

„ჩვენ ვუთხარით ობამეიანგს, რომ თუ წასვლა სურს ახალი კლუბი გარკვეულ დროში უნდა მოძებნოს, რადგან ჩვენ მისი შემცვლელი გვჭირდება.

სიმართლე გითხრათ, მირჩევნია ის ჩვენთან დარჩეს, თუმცა არის რამდენიმე კლუბი, რომელსაც მისთვის მეტის გადახდა შეუძლია“. - განაცხადა ვაცკემ.

ამჟამად ობამეიანგის ტრანსფერზე „მილანი“ და „ჩელსი“ მუშაობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები