რეალი
Aa
Aa

“ყველა უკრაინისთვის“ - რეალმა 1 მილიონი ევრო გამოყო

გასული სეზონის ხარჯების და ამონაწერის მიხედვით, მადრიდის „რეალმა“ კამპანია „ყველა უკრაინისთვის“ 1 მილიონი ევრო შესწირა და ახლა მზად არის იგივე წელსაც გაიმეოროს.

დღეს, ესპანეთის დედაქალაქში „ბლანკოსის“ დირექტორთა საბჭოს კრება გაიმართა, სადაც ახალი ბიუჯეტი დამტკიცდა. რა თქმა უნდა, კრებაზე ყველაზე აქტიური ფლორენტინო პერესი იყო.

როგორც კლუბი იტყობინება, ფონდი მსოფლიოს მასშტაბით 75 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა. „რეალის“ ფონდი ასევე 930-ზე მეტ სკოლაში დებს ინვესტიციებს, რათა ბავშვებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ. ეს ყველაფერი კი 90-ზე მეტ ქვეყანაში კეთდება.

გარდა ამისა, მადრიდული გრანდი კიდევ ერთხელ გადარიცხავს 1 მილიონ ევროს უკრაინის დახმარების ფონდში. „სამეფო კლუბის“ მთავარი მიზანი უკრაინელი ადამიანების დახმარებაა. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „რეალი“ ყველას მშვიდობისკენ მოუწოდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ისტორიები სუპერგმირების შესახებ" - ბიანჩინი ხვიჩაზე და მინ-ჯაეზე
“ისტორიები სუპერგმირების შესახებ" - ბიანჩინი ხვიჩაზე და მინ-ჯაეზე