ტარიელ ხეჩიკაშვილი:
Aa
Aa

ტარიელ ხეჩიკაშვილი: "19-წლამლდელთა ევროპის ჩემპიონატმა საქართველოს 33 მილიონი ლარი მოუტანა!

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრა და გარდა სპორტულისა, მის ეკონომიკურ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

"წმინდა სპორტული კუთხით უეფამ ჩვენი ორგანიზაცია და მასპინძლობა წარმატებულად შეაფასა. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია ეკონომიკური ეფექტი - 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებაზე ქვეყანამ 10 მილიონ ლარამდე დახარჯა, ხოლო მოგებამ 33 მილიონი ლარი შეადგინა. არ ვგულისხმობ იმ თანხებს, რომელიც სტუმარი გუნდების წევრებმა ყოველდღიურად დახარჯეს. 

ეს რომ გავითვალისწინოთ, თანხა 40 მილიონამდე გაიზრდება. ევროპის ჩემპიონატის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია. ეს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება". - განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები