ლევან კობიაშვილი, გურამ კაშია, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები
Aa
Aa

„მადლობა კაპიტანს!“ - კობიაშვილი კაშიას მიღწევას ეხმაურება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მიღწევას გამოეხმაურა.

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი კაპიტნისთვის გიბრალტარის წინააღმდეგ მატჩი ეროვნული ნაკრების მაისურით მე-100 იყო და ამით მან ლევან კობიაშვილის და ჯაბა კანკავას მიღწევა გაიმეორა.

კობიაშვილმა კი კაპიტანს აღნიშნული წარმატება მიულოცა და სიმბოლური პრიზიც გადასცა.

ცნობისთვის, ლევან კობიაშვილი საქართველოს ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნულ ნაკრებში 100 თამაში ჩაატარა. მოგვიანებით, აღნიშნული შედეგი ჯაბა კანკავამაც გაიმეორა, გუშინ კი მათ რიგებს გურამ კაშიაც შეუერთდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ვერ ვიტყვი, რომ ცუდი თამაში ჩავატარეთ, მთავარი გამარჯვებაა“ - რა ითქვა მატჩის შემდეგ
„ვერ ვიტყვი, რომ ცუდი თამაში ჩავატარეთ, მთავარი გამარჯვებაა“ - რა ითქვა მატჩის შემდეგ