ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ძალიან ძლიერია, გუნდზე დიდი გავლენა მოახდინა“ - იტალიელი ჟურნალისტები ხვიჩაზე

იტალიელმა ჟურნალისტებმა, პაოლო დელ გენიომ და ანტონიო პეტრაცუოლომ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს. მათი თქმით, „კვარამ“ „პარტენოპეიზე“ დიდი გავლენა მოახდინა და ნეაპოლელთა თამაში შეცვალა.

პეტრაცუოლო: „კვარაცხელია ძალიან ძლიერია და როგორც ნაპოლიზე, ისე სერია A-სა და ჩემპიონთა ლიგაზე დიდი გავლენა მოახდინა. მან თავისი ხარისხი აჩვენა და იმედი მაქვს, ნაპოლი და სერია A მისი თამაშისგან სიამოვნებას დიდი ხნის განმავლობაში მიიღებენ“.

დელ გენიო: „კვარაცხელიას მოსვლამ ნაპოლის თამაში შეცვალა. ბუნებრივია, ინსინიესა და ხვიჩას შედარებისას ისიც უნდა გავითვალისწინოთ, ახალწვეულებს რა ცვლილებები შემოაქვთ და რამდენად განსხვავებულად უწევთ მათ თანაგუნდელებს მოქმედება. მაგალითად, ინსინიე შემტევი ფლეიმეიქერი იყო, ახლა კი გვყავს ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, ერთ ან ორ მეტოქეს გასცდეს და მოწინააღმდეგის საჯარიმოში შევიდეს“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა საქართველოს ნაკრებთან ერთად იმყოფება და დღეს ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი სტუმრად გიბრალტარს დაუპირისპირდება და მატჩი თბილისის დროით, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფრანგული მედია: “კვარაცხელია ნიცაში? ეს თავისუფლად იყო შესაძლებელი“
ფრანგული მედია: “კვარაცხელია ნიცაში? ეს თავისუფლად იყო შესაძლებელი“