Sky Sport Italia: ბელოტიმ
Aa
Aa

Sky Sport Italia: ბელოტიმ "მილანთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა!

Sky Sport Italia-ს ცნობით, "ტორინოს" იტალიელმა ფორვარდმა ანდრეა ბელოტიმ, "მილანთან" პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ახლა უკვე "ტორინოს" ჯერია. "როსონერი" 40 მილიონ ევროს, დამატებით გაბრიელ პალეტასა და მბაიე ნიანგს იხდის, რაც საკმაოდ მსუყე შეთავაზებაა.

ტურინელები 40 მილიონის გაორმაგებას ითხოვენ. თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, რომ "მილანი" ასეთ რამეს დათანხმდეს.

იტალიაში, უახლოეს საათებში ტრანსფერის გაოფიციალურებას ელიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები