ფეხბურთელებს სტადიონზე არ დაუგვიანიათ - მაკედონიური მედიის ცრუ ინფორმაცია
Aa
Aa

ფეხბურთელებს სტადიონზე არ დაუგვიანიათ - მაკედონიური მედიის ცრუ ინფორმაცია

ჩრდილოეთ მაკედონიურმა Sportmedia-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების ავტობუსმა საქართველოსთან მატჩისწინა ვარჯიშზე 45 წუთით დააგვიანა. აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, სტუმართა გუნდის მწვრთნელი და ფეხბურთელები სტადიონზე დროულად მივიდნენ.

მაკედონიელთა მთავარმა მწვრთნელმა ბლაგოია მილევსკიმ პრესკონფერენცია დათქმულ დროზე რამდენიმე წუთით გვიან დაიწყო (დაგვიანების დაახლოებითი დრო 10-დან 15 წუთამდეა), თუმცა მაკედონიურმა ვებგვერდმა სხვაგვარი ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება ავტობუსს, რომელშიც ფეხბურთელები ისხდნენ, სტადიონზე დროულად მივიდა და ბლაგოია მილევსკიმ ვარჯიში პრესკონფერენციის დასრულებისთანავე დაიწყო. ასე რომ მაკედონიურმა Sportmedia-მ ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

შეგახსენებთ, მაკედონიურმა გამოცემამ შემდეგი დაწერა:

„პროვოკაცია, თუ ორგანიზაციული კოლაფსი? რეალურად რა ხდება თბილისში, უფრო ზუსტად საქართველოში ავტობუსებთან დაკავშირებით. როგორ შეიძლება დღეს ჩვენნაირმა ნაკრებმა ვარჯიშზე 45 წუთით დააგვიანოს? მართლაც გაუგებარია. ნუთუ პოლიციის ესკორტი არ იყო, თუ თბილისში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, ეს ყველაფერი სოფლის კოოპერატივს ემსგავსება.

მართლაც რა ხდება ავტობუსებთან დაკავშირებით. ამა წლის 10 ივნისს, ბულგარეთის ნაკრების ავტობუსი აეროპორტიდან სასტუმროს გზაზე ავარიაში მოჰყვა. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ყველაზე მეტად ნედელევს ჰქონდა პრობლემები, რომელსაც სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ის ფეხბურთს დღემდე ვერ თამაშობს“.

ერთა ლიგის C დივიზიონის მე-4 ჯგუფში საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიის შეხვედრა 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლიმ ხვიჩას რესურსი სრულად გამოიყენა“ - ფედელე მილანთან მატჩზე
„ნაპოლიმ ხვიჩას რესურსი სრულად გამოიყენა“ - ფედელე მილანთან მატჩზე