ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ჰოლანდი, დევისი, ხვიჩა და სხვები - 23-წლამდე ასაკის საუკეთესო ფეხბურთელები ევროპაში

„ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია საუკეთესო ვუნდერკინდების სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. „ოცნების გუნდში“ ევროპაში მოასპარეზე 23-წლამდე ასაკის ფეხბურთელები მოხვდნენ, რომლებიც მიმდინარე სეზონში ყველაზე კარგად გამოიყურებიან.

სია Corriere dello Sport-მა და Delphlyx-მა შეადგინეს. ეს უკანასკნელი ონლაინ პლატფორმა გახლავთ, რომელიც გუნდებისა და ფეხბურთელების მიერ ნაჩვენები თამაშის ანალიზს გვთავაზობს. სიმბოლური ნაკრების შესაქმნელად ევროპის წამყვანი 9 ჩემპიონატის მონაცემები გამოიყენეს და ხვიჩა სერია A-ს ერთადერთი წარმომადგენელია.

საუკეთესო თერთმეტეული ასე გამოიყურება: ანდრიუ (ჟილ ვისენტე), ალფონსო დევისი (ბაიერნი), კელვინ ბასი (აიაქსი), მალო გუსტო (ლიონი), მარკ მაკკენზი (გენკი), ენცო ფერნანდესი (ბენფიკა), ჰიუნსეოკ ჰონგი (გენტი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი), ხავი სიმონსი (პსვ), პატრიკ ვოლემარკი (ფეიენოორდი), ერლინგ ჰოლანდი (სიტი).

შეგახსენებთ, რომ ყველა ტურნირის ეგიდით, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 4 გოლი და 3 შედეგიანი გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი დრიბლინგები პოეზიაა, სერია A-ში პირველია“ - Gazzetta ხვიჩაზე წერს
„მისი დრიბლინგები პოეზიაა, სერია A-ში პირველია“ - Gazzetta ხვიჩაზე წერს