ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ეს ნაკლი უნდა გამოასწოროს“ - კვარას თამაშს იტალიელი ექსპერტები აფასებენ

იტალიის სერია A-ს მე-7 ტურში „ნაპოლი“ სან სიროზე „მილანს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დაამარცხა.

ნეაპოლელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული იყო და 52-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიც მოიპოვა, რომელიც ზუსტად მატეო პოლიტანომ შეასრულა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

კვარას კარგ თამაშს იტალიურ პრესაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა როგორც მედიის, ისე ცნობილი საფეხბურთო სპეციალისტების მხრიდან. „ნაპოლის“ თამაშზე ქართველი ფეხბურთელის გავლენის შესახებ გავლენიანმა საფეხბურთო აგენტმა, ენრიკო ფედელემ ისაუბრა. ცნობისთვის, ფედელე ძმების - ფაბიო და პაოლო კანავაროების ყოფილი აგენტი და ასევე, „პარმას“ ყოფილი სპორტული დირექტორია.

რას ამბობს ენრიკო ფედელე:

სან სიროზე გამართულ მატჩში მისი ყველა ფეხბურთელს ეშინოდა. ქართველი შემტევს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ჰქონდა, რადგან მისი აჩქარებები თამაშზე დიდ გავლენას ახდენდა. მან სტეფანო პიოლის გუნდის დაცვის ხაზი საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო.

ხვიჩას შესახებ კიდევ ერთმა საფეხბურთო ექსპერტმა და „ნაპოლის“ ყოფილმა მეკარემ, ჯენარო იეცომ გამოთქვა მოსაზრება, თუმცა ფედელესგან შედარებით, მისი შეფასება ოდნავ განსხვავებული იყო.

რა თქვა იეცომ:

მე არ ვარ იმ ადამიანთა სიაში, რომელიც კვარაცხელიას თამაშით აღფრთოვანებული დარჩა. რა თქმა უნდა, მის შესაძლებლობებს ვაღიარებ და ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ზოგჯერ სწორ არჩევანს არ აკეთებს. ის ჯიუტად ცდილობს პირადი გადაწყვეტილების შესრულებას და ინდივიდუალურ თამაშს, რაც „ნაპოლის“ დაცვას ხშირ შემთხვევაში საფრთხეში აგდებს. ეს არის ნაკლი, რომელიც უნდა გამოასწოროს, რათა დიდი ფეხბურთელი გახდეს. ქართველი ჩემპიონის არასწორი თამაშის გამო, „ნაპოლის“ რამდენჯერმე მოუწია სახიფათო გადაწყობა შეტევიდან დაცვაზე.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელმა ნეაპოლიტანური გუნდის შემადგენლობაში ყველა ტურნირზე 9 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი 7 ტურის შემდეგ, იტალიის სერია A-ს სატურნირო ცხრილს „ატალანტასთან“ ერთად 17 ქულით ლიდერობს.

ქართველი შემტევის გუნდი ჩიდა ჩემპიონატში მომდევნო შეხვედრას 1 ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „ტორინოს“ წინააღმდეგ გამართავს. მატჩი საქართველოს დროით 17:00 საათზე შედგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე
„ტოპ ფეხბურთელობისთვის ყველაფერი აქვს“ - აჩი კვარაცხელიაზე