ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩა ღვთის საჩუქარია“ - Eurosport-მა სერია ა-ს სიმბოლური შეადგინა

იტალიურმა Eurosport-მა სერია ა-ს საწყისი 7 ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა. გამომდინარე იქიდან, რომ ხვიჩა „ნაპოლის“ შესანიშნავად შეეწყო და სერია ა-ს აგვისტოს თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, აღნიშნული აღიარება მოსალოდნელი იყო.

Eurosport: ,,ხვიჩას შეძენა შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. ქედს ვიხდით „ნაპოლის“ ხელმძღვანელების წინაშე, ვინც ქართველის რეალური პოტენციალი გაიაზრა, მისი პლუსები განჭვრიტა. მის ანგარიშზე 4 გოლი და საგოლე პასია. ასევე, დრიბლინგები და მოპოვებული პენალტი, ხვიჩა ღვთის საჩუქარია“.

Eurosport-ის ვერსიით, საწყისი 7 ტურის სიმბოლური გუნდი ასეთია: პროვედელი, მინ-ჟე, უდოჯი, კოპმეინერსი, მილინკოვიჩ-სავიჩი, კვარაცხელია, პერეირა, დიბალა, ჟირუ, არნაუტოვიჩი.

ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია. მე-7 ტურში „მილანთან“ მოგებულ შეხვედრაში პენალტი გამოიმუშავა. ასევე, ჩემპიონთა ლიგაზე „ლივერპულთან“ საგოლე პასი შეასრულა, „რეინჯერსთან“ კი პენალტი მოიპოვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები