Aa
Aa

"მილანის" მორიგი შენაძენი რენატო სანჩესი იქნება?

როგორც ჩანს, "მილანი" გაჩერებას არ აპირებს და მორიგი ტრანსფერისთვის ემზადება.

Record-ის მტკიცებით "როსონერის" სურს, რომ მიუნხენის "ბაიერნიდან" რენატო სანჩესი გადმოიბიროს.

ახალგაზრდა პორტუგალიელს, "რეკორდმაისტერში" სათამაშო პრაქტიკა ნაკლებად აქვს. ამის გამო, იგი გუნდის გამოცვლას გეგმავს.

"მილანის" წინადადება საკმაოდ დამაჯერებელია - 7 მილიონის სანაცვლოდ 2 წლიანი იჯარა, ამის შემდეგ კი გამოსყიდვის უფლება, რომელიც 40 მილიონი დაჯდება.

შემოთავაზება მომხიბვლელად გამოიყურება და წესით, მიუნხელებმა თანხმობა უნდა განაცხადონ.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნმა" რენატო სანჩესი, ლისაბონის "ბენფიკადან" 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები