საქართველოს ნაკრები, გურამ კაშია
Aa
Aa

“რთული თამაში იქნება“ - კაშიას კომენტარი და ეროვნული ნაკრების ვარჯიში

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. ვილი სანიოლის შეგირდებმა დღეს მორიგი ვარჯიში გამართეს. ამ მომენტისთვის, „ჯვაროსნებში“ უკლებლივ ყველა ფეხბურთი ჯანმრთელად არის და არანაირი ცვლილება არ იგეგმება.

ვარჯიშის მიმდინარეობისას, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარე: გიორგი ლორია („ანორთოსისი“, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), ლევან შოვნაძე („სამგურალი“, წყალტუბო, საქართველო)

დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა („კოპენჰაგენი“, დანია), სოლომონ კვერკველია („ნეფთჩი, ბაქო, აზერბაიჯანი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, კრემონა, იტალია), გურამ გიორბელიძე („ზაგლებიე“, ლუბინი, პოლონეთი),  ირაკლი აზაროვი („ცრვენა ზვეზდა“, ბელგრადი, სერბეთი), ჯემალ ტაბიძე („დინამო“, თბილისი, საქართველო)

ნახევარდაცვა: საბა ლობჟანიძე („ჰატაისპორი“, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ნიკა კვეკვესკირი („ლეხი“, პოზნანი, პოლონეთი), ანზორ მექვაბიშვილი („დინამო“, თბილისი, საქართველო), გიორგი აბურჯანია („ჟილ ვისენტე“, ბარსელუში, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე („სლოვანი“, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („დინამო“, ბათუმი, საქართველო).

თავდასხმა: ზურიკო დავითაშვილი („ბორდო“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, ნეაპოლი, იტალია), ვაკო ყაზაიშვილი („ულსან ჰიუნდაი“, სომხრეთ კორეა), გიორგი მიქაუტაძე („მეცი“, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე („ფეჰერვარი“, სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი).

შეგახსენებთ, რომ ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის ორ დასკვნით შეხვედრას გამართავს. ქართველი ფეხბურთელები 23 სექტემბერს „დინამო არენაზე“ ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს უმასპინძლებენ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩს კი 26 სექტემბერს, გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“
სანიოლი: „სპალეტის ვეთანხმები, ბულგარეთთან მატჩის შემდეგ ხვიჩას მეც ვესაუბრე“