ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

სალვატორე ბანი ხვიჩაზე: „21 წლის ასაკში მარტივია ილუზიებში აღმოჩნდე“

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, სალვატორე ბანიმ, რომელსაც იტალიის ეროვნულ ნაკრებში 41 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ბანი ლუჩანო სპალეტის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იტალიელი სპეციალისტი ამ ქმედებით „კვარას“ დაეხმარა.

„ხვიჩა პირველად მაშინ ვნახე, როცა 15 წლის იყო და მის შესაძლებლობებსა და უნარებში ეჭვი არ მეპარებოდა. ერთადერთი გამოწვევა ის იყო, რომ ინსინიეს მემკვიდრეობა ძალიან მძიმეა, თუმცა კვარაცხელია ხასიათითა და გამბედაობით გამოირჩევა. როცა სპალეტიმ საჯაროდ გააკრიტიკა, ეს მხოლოდ მისთვის და მისი პროგრესისთვის გააკეთა.

21 წლის ასაკში მარტივია, ილუზიებში აღმოჩნდე და დაიჯერო, რომ მიზანს მიაღწიე, როცა ასე არაა, თუმცა ხვიჩა ასეთი ტიპის ადამიანად არ მეჩვენება. ის სერიოზული ბიჭია, რომელიც ყოველთვის საქმეზეა ფოკუსირებული და საკუთარი თავის სჯერა. ნაპოლიმ მილანი მისი თამაშის წყალობით დაამარცხა“.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ ქართველი ფეხბურთელი თბილისში იმყოფება. 21 წლის შემტევი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოვიდა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ჩანიშნული მატჩისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კავაზაშვილი: „ვერ ვხვდები საზონოვმა რუსეთის სახელით თამაშზე უარი რატომ თქვა“
კავაზაშვილი: „ვერ ვხვდები საზონოვმა რუსეთის სახელით თამაშზე უარი რატომ თქვა“