როისტონ დრენტე
Aa
Aa

დრენტე: ქალები და წვეულებები მიყვარდა, თავი ღმერთი მეგონა

მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მოთამაშემ როისტონ დრენტემ თავის კარიერაზე ისაუბრა და დაასახელა მიზეზები, რომელთა გამოც ის ვარსკვლავი ვერ გახდა და გაცემული ავანსები ვერ გაამართლა.

„მზად არ ვიყავი, რომ პროფესიონალი გავმხდარიყავი. მეგონა, რომ ღმერთი ვიყავი, ზედმეტად მიყვარდა ქალები და წვეულებები. თუ გინდა, რომ მწვერვალზე მოხვდე, ამ რაღაცების სპორტთან გაერთიანება შეუძლებელია.

არის ფეხბურთელის ცხოვრება და არის პირადი ცხოვრება. მათი შერევა შესაძლებელია მხოლოდ ზოგჯერ. ჩემთვის ყველაზე რთული იყო იმის გაცნობიერება, რომ ჩემი ცხოვრება სასწრაფოდ უნდა შემეცვალა.

ახლა მივხვდი, რომ ყველაფერი არასწორად გავაკეთე. შეცდომები დავუშვი. ცხოვრება ხანმოკლეა და პროფესიონალი უნდა იყო“,

- განაცხადა დრენტემ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდელი მადრიდის „რეალში“ 2007 წელს 14 მილიონ ევროდ გადავიდა. დრენტე მაშინ 20 წლის იყო. ამჟამად 35 წლის ფეხბურთელი ესპანეთის მე-3 დივიზიონის „მურსიაში“ თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მას ძლიერი მენტალიტეტი აქვს“ - კოსტაკურტამ ხვიჩაზე ისაუბრა
„მას ძლიერი მენტალიტეტი აქვს“ - კოსტაკურტამ ხვიჩაზე ისაუბრა