კარიმ ბენზემა
Aa
Aa

რეალს გარისკვა არ სურს - ბენზემა მადრიდულ დერბის გამოტოვებს

კვირას ლა ლიგაში სეზონის პირველი მადრიდული დერბი გაიმართება - „ატლეტიკო“ „რეალს“ უმასპინძლებს, რომელიც „ვანდა მეტროპოლიტანოს“ დიდი დანაკლისით ეწვევა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქარიმ ბენზემა შეხვედრას გამოტოვებს.

34 წლის ბენზემას ჩემპიონთა ლიგაზე „სელტიკთან“ მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ აღარ უთამაშია. ESPN-ის ცნობით, „რეალში“ თვლიან, რომ გარისკვა არ ღირს და ერთი მატჩის გამო გუნდის ლიდერის ჯანმრთელობას სასწორზე არ დააყენებენ.

ბენზემას სრულად აღდგენისთვის იმდენი დრო მიეცემა, რამდენიც საჭირო იქნება.

ანჩელოტი ბენზემაზე დამოკიდებულების შესახებ

„ბენზემას ბუნებრივი შემცვლელი არ გვყავს, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია. კარიმის შემცვლელი ბაზარზე არ არის, მაგრამ მისი ჩანაცვლება სხვა მახასიათებლების მქონე მოთამაშეებითაა შესაძლებელი.

გუნდი ბენზემაზეა დამოკიდებული? ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის ბევრ გოლს გაიტანს“.

შეგახსენებთ, რომ მადრიდული დერბი 18 სექტემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩირო ფერარა ხვიჩაზე: მარადონა? არა ის კვარადონაც არ არის, თუმცა გამაოცა
ჩირო ფერარა ხვიჩაზე: მარადონა? არა ის კვარადონაც არ არის, თუმცა გამაოცა