ჩელსი, ინტერი, რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

მოლაპარაკება დაწყებულია - ინტერს ლუკაკუს შენარჩუნება სურს

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, რომელუ ლუკაკუ „ინტერს“ დაუბრუნდა და პირველ მატჩებში საკმაოდ აქტიურიც იყო. ბელგიელმა თავდამსხმელმა 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, თუმცა კუნთის ტრავმა მიიღო სექტემბრის დასაწყისის შემდეგ, „ნერაძურის“ ვერ ეხმარება.

Calciomercato-ს ცნობით, ლუკაკუ მოედანს სანაკრებო პაუზის შემდეგ დაუბრუნდება. ასევე, ცნობილი ხდება, რომ ბეპე მაროტამ ტოდ ბოელთან მოლაპარაკება დაიწყო, რათა ბელგიელი შემტევი მომავალ სეზონშიც „ინტერში“ დარჩეს.

29 წლის ფეხბურთელი ამჟამად იტალიურ კლუბში იჯარის წესით თამაშობს. წყაროს ცნობით, ლუკაკუს „ჩელსიში“ დაბრუნება არ სურს. რეალურად, არც ლონდონური კლუბია მისი დაბრუნებით დაინტერესებული, რადგან რომელუ პოტერის ტაქტიკურ სქემაში არ ჯდება.

Calciomercato წერს, რომ „ინტერს“ დამატებითი 1-წლიანი იჯარა სურს, მაგრამ ეს რამდენად მომგებიანი იქნება „ჩელსისთვის“ ჯერჯერობით უცნობია. 29 წლის ბელგიელს „არისტოკრატებთან“ კონტრაქტი 2026 წლის ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უხელფასობა და პროტესტი - შუქურა, რომელიც უმაღლესი ლიგისთვის იბრძოდა, იშლება?
უხელფასობა და პროტესტი - შუქურა, რომელიც უმაღლესი ლიგისთვის იბრძოდა, იშლება?