ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია“ - კარაგერი და ვუდგეითი ხვიჩაზე

ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა ჯიმი კარაგერმა CBS Sports-ის ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კვარაცხელია სერია ა-ში საუკეთესო მოთამაშეა.

„ლივერპულთან'' ფანტასტიკური იყო. შესაძლოა, ის სერია ა-ში საუკეთესო ფეხბურთელია. მიმდინარე სეზონში ნამდვილად ასეა და ეს მან დაამტკიცა.

ის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტია. საინტერესოა, „ნაპოლიში“ რამდენ ხანს დარჩება''.

ხვიჩას შესახებ „რეალის“ ექს-ფეხბურთელმა ჯონათან ვუდგეითმაც ისაუბრა.

„იმედგაცრუებული დავრჩი, როცა „ლივერპულთან“ შეცვალეს, რადგან მისი თამაში სიამოვნებას მანიჭებდა. ის ერთ-ერთია, ვინც შესაძლოა, უახლოეს წლებში პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. ის ნამდვილად ბრწყინვალეა“.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში „ნაპოლიმ“ „დიეგო მარადონაზე“ „ლივერპული“ 4:1 დაამარცხა. ნეაპოლელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო ხვიჩა კვარაცხელია იყო, რომელმაც დიეგო სიმეონეს მისამართით შესრულებული საგოლე პასის გარდა გოლების შექმნაში დიდი როლი შეასრულა.

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლიმ“ სტუმრად „რეინჯერსი“ დაამარცხა (0:3). ხვიჩამ კვარაცხელიამ სასტარტოში ითამაშა და პენალტი გამოიმუშავა.

ხვიჩა კვარაცხელია აგვისტოს თვის სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 6 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 4 გოლი და 1 საგოლე პასია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს