გენო პეტრიაშვილი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი: გენო პეტრიაშვილი ნახევარფინალში დამარცხდა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს საჭიდაო ხალიჩაზე 4 ქართველი ფალავანი გამოვიდა, თუმცა ფინალში გასვლა ვერცერთმა მოახერხა.

თავდაპირველად 70კგ კატეგორიაში ზურაბ იაკობიშვილმა ნახევარფინალი უშანსოდ დათმო და ამერიკელ ზაინ ალენ რეზერფორდთან 0:7 დამარცხდა.

125 კგ კატეგორიაში კი გენო პეტრიაშვილი მონღოლ ლხაგვაგერელ მუნხტურს დაუპირისპირდა, ფავორიტადაც ითვლებოდა, თუმცა ბრძოლა მონღოლის გამარჯვებით 4:2 დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ კიდევ ორი მოჭიდავე - ტარზან მაისურაძე (86) და ვლადიმერ გამყრელიძე (79) დამარცხდნენ და გააგრძელებენ, თუ არა ასპარეზობას რეპეშაჟში, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს
“უმჯობესია გაჩუმდეს, კვარა არ უნდა შეზღუდოს“ - იტალიაში სპალეტის უპასუხეს