ნაპოლი, ჩემპიონთა ლიგა, ხვიჩა კვარაცხელია, რეინჯერსი
Aa
Aa

“ბედნიერები ვართ“ - სპალეტი რეინჯერსის დამარცხების შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში „ნაპოლი“ „რეინჯერსს“ ესტუმრა და მძიმე ბრძოლაში 3:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ კვლავ ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საკმაოდ კარგი მატჩი ჰქონდა და პირველი გოლი მისი დამსახურებით გავიდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა სპალეტიმ?

„ასეთი მატჩები საშუალებას იძლევა შევაფასოთ როგორ იზრდება გუნდი. მაგალითად, პენალტი ვერ გავიტანეთ და არ დავნებდით. მოტივაცია გაგვიორმაგდა და თამაშის მოსაგებად კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი გადავდგით. მიუხედავად გაფუჭებული პენალტისა, ზიელინსკი ჩემთვის დღეს საუკეთესო იყო. ძალიან ბედნიერები ვართ.

ასეთი თამაშის შემდეგ, ყველა უნდა გაჩუმდეს და ფეხბურთელებს მიულოცონ. მათ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. გავიმარჯვეთ მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტაიმში სათამაშო ხარისხი არ ვარგოდა. გასულ სეზონში დიდი სამუშაო გავწიეთ და ახლა აქ ამ შედეგით სწორედ ამიტომ ვართ.“

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლის“ 6 ქულა დაუგროვდა და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია. მეორე/მესამე ადგილს 3-3 ქულით „ლივერპული“ და „აიაქსი“ იყოფენ. მომდევნო ტურში სპალეტის გუნდი „აიაქსს“ ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 4 ოქტომბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

ხვიჩას ყველა მომენტი „რეინჯერსთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ
Sofascore - ცნობილია რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ