ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

“უპრეცედენტო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში“ - EUROSPORT კვარაცხელიაზე

ხვიჩა კვარაცხელიაზე არაერთი ცნობილი გამოცემა წერს. რამდენიმე დღის წინ, ქართველ ფეხბურთელზე ისეთმა გავლენიანმა გამოცემამ დაწერა, როგორიც BBC SPORT გახლავთ. დღეს კი „ჯვაროსნების“ შემტევზე EUROSPORT წერს.

რას წერს EUROSPORT?

„ქართველმა სუპერვარსკვლავმა ხვიჩა კვარაცხელიამ სერია ა-ს მიმდინარე სეზონში იმდენად გაიბრწყინა, რომ ის დიეგო მარადონას შეადარეს. ასეთი ბრწყინვალე სტარტის შემდეგ, ახალგაზრდა ფეხბურთელს „კვარადონა“ და „კვარაჯო“ შეარქვეს.

უპრეცედენტო იტალიური ფეხბურთის ისტორიაში

„კვარადონა“ და „კვარაჯო" მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ მეტსახელებისა, რასაც ხვიჩას იტალიაში ეძახიან. შესაძლოა ეს მძიმე შედარებაა, მაგრამ ის ნამდვილად არის იტალიური ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა. ეს განპირობებულია იმით, თუ რა გავლენა მოახდინა მან „ნაპოლიზე“ სეზონის საწყის ეტაპზე. 4 გოლი და 2 საგოლე გადაცემა!

ხვიჩას დიდებული სათამაშო სტილი აქვს. მისი თვალები გამუდმებით გოლისკენ არიან მიმართულნი და როდესაც ბურთი ფეხებთან აქვს, შეუჩერებელია. ჯერჯერობით, სისუსტეების პოვნა შეუძლებელია. ერთადერთი რისკი მხოლოდ ის არის, რომ კვარაცხელია შესაძლოა ასეთ წნეხს ვერ გაუმკლავდეს.“

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაცვას უნდა დაეხმაროს და თავგანწირვა აჩვენოს“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა
„დაცვას უნდა დაეხმაროს და თავგანწირვა აჩვენოს“ - სპალეტიმ ხვიჩაზე ისაუბრა