Aa
Aa

ლეონარდო ბონუჩი მილანშია!

ლეონარდო ბონუჩი მილანში ჩავიდა და "კასა მილანს" მიაშურა, სადაც ახალ კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

30 წლის მცველს "მილანის" ტიფოზები შეძახილებითა და ოვაციებით დახვდნენ.

როგორც ირკვევა, "როსონერის" ფეხბურთელის ტრანსფერი 40 მილიონ ევრომდე დაუჯდა. 

ბონუჩის "მილანთან" კონტრაქტის პირობები შეთანხმებული აქვს. მისი წლიური ხელფასი 6.5 მილიონი ევრო იქნება.

იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბონუჩი მომავალ სეზონში "მილანის" კაპიტანი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები