ბონუჩიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა
Aa
Aa

ბონუჩიმ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2019 წლამდე გაახანგრძლივა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ და კლუბის ხელმძღვანელობამ, ფეხბურთელის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას „Sky Sport Italia“ ავრცელებს. ბონუჩის მიმდინარე ხელშეკრულება კლუბთან 2017 წლამდე აკავშირებს. ახალი კონტრაქტის მიხედვით კი, იტალიელი მცველი ტურინელთა რიგებში 2019 წლის ივლისამდე იასპარეზებს.

ბონუჩი „იუვენტუსში“ 2010 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში, მცველმა ტურინული გუნდის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა და 3 გოლის გატანაც მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები