„ამას არ ველოდით“
„ამას არ ველოდით“
ბრაზილია მეოთხედფინალშია
ბრაზილია მეოთხედფინალშია
გმირი ხორვატიიდან
გმირი ხორვატიიდან
ნეიმარი ბრუნდება
ნეიმარი ბრუნდება
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
რონალდუ საუდის არაბეთში მიდის
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
ჟირუს და მბაპეს რეკორდები
იბრა ბრუნდება
იბრა ბრუნდება
დოლიძის გამარჯვება
დოლიძის გამარჯვება
3 თვეს გამოტოვებს
3 თვეს გამოტოვებს
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
მამუკელაშვილის კარგი მატჩი
არგენტინა მეოთხედფინალშია
არგენტინა მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ნიდერლანდები მეოთხედფინალშია
ყველაფერი გაირკვა
ყველაფერი გაირკვა
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
ლუის სუარესი ფიფას აკრიტიკებს
რა მოხდა რეალურად
რა მოხდა რეალურად
გულის შეტევა დამემართებოდა
გულის შეტევა დამემართებოდა
5 წუთში წავაგეთ
5 წუთში წავაგეთ
ფლიკის კომენტარი
ფლიკის კომენტარი
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
იაპონიის სასწაული, გერმანიის ფიასკო
ბოდიში მესის
ბოდიში მესის
სპორტული კომპლექსი ავაზა ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა
Aa Aa
12 სექტემბერი 2022  |  19:17

სპორტული კომპლექსი ავაზა ფეხბურთის ფედერაციას გადაეცა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ქალაქ თბილისის მერიისგან „ავაზა“-ს სპორტული კომპლექსი საფეხბურთო ინფრასტრუქტურის მოწყობის ვალდებულებით გადაეცა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საფეხბურთო კომპლექსს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და თბილისის მუნიციპალიტეტის მერი კახა კალაძე ესტუმრნენ.

სტუმრებმა საფეხბურთო სკოლის ტერიტორია დაათვალიერეს და მხარეებს შორის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ სფფ-ისა და მერიის წარმომადგენლები.

ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით საფეხბურთო სკოლა „ავაზა“-ს ტერიტორიაზე არსებული მოედნები და ადმინისტრაციული შენობა სრულად განახლდება და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი იქნება.

ლევან კობიაშვილი:

ჩემთვის ბედნიერი დღეა, რადგან მიხეილ მესხის სახელობის „ავაზა“-ს სკოლა დაუბრუნდა ფეხბურთს. ძალიან მალე აქ ვიხილავთ თანამედროვე სტანდარტების მოედნებს და ბავშვებს საშუალება ექნებათ უკეთეს პირობებში ითამაშონ ფეხბურთი.

ჩემი კარიერა სწორედ აქ დაიწყო და ორმაგად მიხარია დღევანდელი დღე. მადლობა მინდა გადავუხადო ამ სკოლას. ჩემთვის ეს დიდი პასუხისმგებლობაა. ჩვენს ქალაქში კიდევ ერთი თანამედროვე ცენტრი შეიქმნება და ბავშვებს, გოგონებს, ახალგაზრდებს, მოყვარულებს ექნებათ ფეხბურთის თამაშის საშუალება.

მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო კახი კალაძეს. ეს ტერიტორია წლების განმავლობაში იყო კერძო საკუთრება და მისი და დედაქალაქის მერიის უშუალო ჩართულობით ეს ადგილი დაუბრუნდა ფეხბურთს. აქ უამრავი მოთამაშე გაიზარდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ უფრო გვასახელებენ ის ახალგაზრდები, რომლებიც აქ გაიზრდებიან.

კახა კალაძე:

გვინდა, სპორტული კომპლექსი „ავაზა“, რომელსაც ძალიან ბევრი წარმატებული ფეხბურთელი გაუზრდია და დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია, გადავცეთ ფეხბურთის ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, ეს სივრცე იქნება დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი თავისი მოედნებით, გასახდელებით. ყველანაირი პირობა ექნებათ ახალგაზრდებს იმისთვის, რომ ითამაშონ ფეხბურთი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში
ასევე დაგაინტერესებთ
კაშია: „როცა ქვეყნის ჰიმნს ვუსმენ, 10 კილო ენერგია მემატება“
კაშია: „როცა ქვეყნის ჰიმნს ვუსმენ, 10 კილო ენერგია მემატება“