ბარსელონა, ბაიერნი, ჩემპიონთა ლიგა, იულიან ნაგელსმანი
Aa
Aa

“ლევანდოვსკი ყველაზე მნიშვნელოვანია“ - ნაგელსმანი ბარსასთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მიუნხენის „ბაიერნი“ კატალონიის „ბარსელონას“ უმასპინძლებს. მატჩის წინ, რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა კომენტარი გააკეთა.

რა თქვა ნაგელსმანმა?

„პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ ლევანდოვსკი ჰყავთ. მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელი! რობერტს „ბარსელონაში“ ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩავი ერნანდესის გუნდს ახალი სულისკვეთება აქვს.

„ბარსელონასთან“ ბოლო 3 ჩატარებული შეხვედრის შთაბეჭდილება შესაძლოა თავისუფლად წაიშალოს. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი გულშემატკივრები ლევანდოვსკის კარგად შეხვდებიან და პატივს სცემენ. მოხარული ვარ, რომ მას კიდევ ერთხელ ვნახავ. რობერტმა „ბაიერნისთვის“ ფასდაუდებელი სამუშაო გასწია.

ლუკას ჰერნანდესის შვებულება დასრულდა. ის სრულ მზადყოფნაშია და ბარსას წინააღმდეგ ითამაშებს, თუმცა ჯერ არ ვიცი ვის დავაყენებ მის გვერდით. უპამეკანოს ლევანდოვსკის წინააღმდეგ არაერთხელ უთამაშია და გამოცდილება აქვს. დე ლიხტის კლასის შესახებ ყველამ კარგად იცით. ვნახოთ, გადაწყვეტილებას სულ მალე მივიღებ. საინტერესო მატჩს ველოდები.“

ეს გუნდები უკანასკნელად გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. აღსანიშნავია, რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ ორივე დაპირისპირება იდენტური ანგარიშით 3:0 მოიგო და შედეგად „ბარსელონა“ ჯგუფში ჩარჩა.

ასევე შეგახსენებთ, 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „რეკორდმაისტერმა“ ბლაუგრანა“ 8:2 გაანადგურა და ტურნირიდან გამოაგდო. ამ ფაქტს კი იმ დროინდელი ბარსას მთავარი მწვრთნელის კიკე სეტიენის სამსახურიდან გაშვება მოყვა. ამ გუნდების მომდევნო დაპირისპირება 13 სექტემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლივერპულთან გამარჯვება უკვე წარსულია“ - ხვიჩა ბრიტანულ მედიას ესაუბრა
„ლივერპულთან გამარჯვება უკვე წარსულია“ - ხვიჩა ბრიტანულ მედიას ესაუბრა