მეცი, გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელი - მიქაუტაძეს კარგი თამაში დაუფასდა

ყოველი თვის დასრულების შემდეგ, ფრანგული „მეცი“ თვის საუკეთესო ფეხბურთელს ავლენს. გამონაკლისი არც აგვისტო გახლავთ.

„მეცის“ ოფიციალურმა ვებ-საიტმა გვამცნო, რომ აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გახდა.

„ვინ, თუ არა მიქაუტაძე აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად“

- ასე გამოეხმაურა „მეცის“ „ტვიტერის“ გვერდი ამ ამბავს.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ შემტევი 2 წელია „მეცის“ საკუთრებაა, თუმცა ბოლო ორი სეზონი „სერენში“ გაატარა. ბელგიაში კარგი თამაშის გამო ფრანგებმა გადაწყვიტეს ამ სეზონში მიქაუტაძე გუნდში დატოვონ და შედეგმაც არ დააყოვნა.

ქართველმა თავდამსხმელმა 7 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ცნობისთვის, „მეცი“ მომავალი ტურის მატჩს დღეს გამართავს, თუმცა გიორგი დისკვალიფიკაციის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სპალეტი ტრავმის მიღების საფრთხისგან იცავს“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე
„სპალეტი ტრავმის მიღების საფრთხისგან იცავს“ - იტალიელი ჟურნალისტი ხვიჩაზე