Aa
Aa

იტალიური პრესა: ბონუჩი "მილანს" შეუთანხმდა!

იტალიური პრესის ინფორმაციით, ლეონარდო ბონუჩიმ "მილანთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

MilanNews-ის თქმით, ბონუჩი "სან სიროზე" გადასვლაზე თანახმაა და იგი "მილანში" წლიური ხელფასის სახით 6 მილიონ ევროს აიღებს.

როგორც იწერება, "როსონერი" "იუვენტუსთან" საბოლოო მოლაპარაკებასთანაც ახლოსაა. ტრანსფერის სავარაუდო თანხად 40-45 მილიონი ევრო სახელდება.

აღსანიშნავია, რომ გარიგებაში მატია დე შილიოს ტურინულ კლუბში გადასვლა არ შედის.

გამოცემა La Stampa, რომელსაც "იუვეს" პრეზიდენტ ანდრეა ანიელის ოჯახი ფლობს, წერს, რომ "მილანი" და "იუვენტუსი" ტრანსფერს ოფიციალურად დღეს საღამოს გამოაცხადებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები