სოფია ბაღიშვილი
Aa
Aa

„ყველამ დაინახა, რომ ძლიერი ვარ“ - ბაღიშვილი სადებიუტო გამარჯვებაზე

ქართველმა მებრძოლმა სოფია ბაღიშვილმა KSW-ში სადებიუტო ბრძოლა წონის პირველადგილოსანთან, ანიტა ბეკუსთან გამართა და ხელის მტკივნეული ილეთით გაიმარჯვა. გამარჯვების შემდეგ სოფიამ ცრემლები ვერ შეიკავა. პოლონურ მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ მისგან კიდევ ბევრ რამეს ვნახავთ.

„ჩხუბს დგომში ვაპირებდი, მაგრამ ჩხუბი ასე წავიდა. გამიმართლა და ისევ პარტერში მოვიგე. ჩემთვის ეს ბრძოლა ბევრს ნიშნავდა, სადებიუტო ბრძოლა გავმართე და ჩემს წონაში ყველაზე ძლიერ გოგონას შევხვდი. პირველ ნომერს რომ მოუგებ, ეს ნიშნავს, რომ ძლიერი ხარ.

სამწუხაროა, თუ ანიტას ხელი მოტყდა, მაგრამ ჩემთვის კარგი დებიუტი იყო. ყველამ დაინახა, რომ ძლიერი ვარ და ბევრი შემიძლია. ეს ბრძოლა ბევრმა ნახა და შესაძლოა, ფიქრობენ, რომ სხეულით სუსტი ვარ, კუნთები არ მაქვს, მაგრამ ბევრი რამე შემიძლია, ჩემგან კიდევ ბევრ რამეს ნახავთ''.

სოფიამ კარიერაში მე-7 ბრძოლა მოიგო

სოფიასთან შეხვედრამდე ანიტა ბეკუსმა კარიერაში 8 ბრძოლა გამართა და სასურველი შედეგი 6-ჯერ დააფიქსირა. ბაღიშვილთან შეხვედრამდე მის ანგარიშზე ზედიზედ სამი მოგება იყო და თავისი წონითი დივიზიონის რეიტინგში წამყვანი პოზიცია ეკავა. ასე რომ, სოფიამ რთული ამოცანა შეასრულა, ძლიერი მეტოქე დაამარცხა.

23 წლის ბაღიშვილი კარიერაში მხოლოდ ტუნზალა იმანლისთან დამარცხდა, რომელთანაც რევანში აიღო. სოფია მტკივნეული და მახრჩობელა ილეთების ოსტატია და 6-დან 4 ბრძოლა სწორედ მათი დახმარებით მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბაღიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება -  წარმატებული დებიუტი KSW-ში
ბაღიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება - წარმატებული დებიუტი KSW-ში