კარლო ანჩელოტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

ანჩელოტი: ბენზემაზე ვართ დამოკიდებული? იმედია ასეა

კარლო ანჩელოტიმ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება მადრიდის „რეალი“ პრობლემებს კარიმ ბენზემას ტრავმის შემდეგ.

„ბენზემას ბუნებრივი შემცვლელი არ გვყავს, რადგან ის მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია. კარიმის შემცვლელი ბაზარზე არ არის, მაგრამ მისი ჩანაცვლება სხვა მახასიათებლების მქონე მოთამაშეებითაა შესაძლებელი.

გუნდი ბენზემაზეა დამოკიდებული? ვიმედოვნებთ, რომ ეს ასეა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ის ბევრ გოლს გაიტანს. თუ მასზე არ ვიქნებით დამოკიდებული, გვსურს ვინიციუსზე ან როდრიგოზე ვიყოთ დამოკიდებული. ეს არის დადებითი ასპექტი და არა უარყოფითი.

ამ გუნდს ბევრი მაღალი დონის შემტევი ჰყავს: ვინისიუსი, როდრიგო, აზარი და ასენსიო და ვფიქრობ, მარიანოს შეუძლია ზოგიერთ თამაშში დაგვეხმაროს, რადგან ის ძალიან ძლიერი თავდამსხმელია. ჩვენ გვაქვს რესურსი, რომ ნაყოფიერი სერია გავაგრძელოთ“,

- განაცხადა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ „სელტიკთან“ ჩემპიონთა ლიგაზე მიღებული ტრავმის შემდეგ, ბენზემას დიდი დრო არ გაუცდება. Marca ვარაუდობს, რომ ფრანგი მხოლოდ „მალიორკასთან“ შეხვედრას გამოტოვებს და შემდეგ გუნდს დაუბრუნდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
3 რამ რაც დემბელემ შეცვალა - როგორ გაუმჯობესდა მისი თამაში?
3 რამ რაც დემბელემ შეცვალა - როგორ გაუმჯობესდა მისი თამაში?