Aa
Aa

მაჰრეზისთვის "რომაც" იბრძოლებს

ინგლისის ექს-ჩემპიონ „ლესტერის“ ალჟირელ შემტევ რიად მაჰრეზს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა.

მისი შეძინით იტალიური „რომა“ დაინტერესდა, რომელიც მზადაა, რომ ლესტერშირელებს ტრანსფერში 33.8 მილიონი ევრო გადაუხადოს.

The Sun და Sky Sport Italia წერენ, რომ „რომას“ დირექტორი მონკი ამჟამად „ლესტერს“ ტრანსფერის შესახებ ელაპააკება და არკვევს, რამდენად შესაძლებელია ამ თანხად მაჰრეზის შეძენა. ისე კი ვიცით, რომ „მელიებს“ ალჟირელის გაშვება სულ მცირე 50 მილიონ ფუნტად სურთ, რაც დაახლოებით 56 მილიონი ევროა.

„ჯალოროსი“ მაჰრეზს მოჰამედ სალაჰის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც „ლივერპულში“ 50 მილიონ ევროდ გაიყიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები