ჩელსი
Aa
Aa

GOAL: ტუხელის სავარაუდო შემცვლელთა სია ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში ლონდონის „ჩელსი“ სტუმრად ზაგრების „დინამოსთან“ სენსაციურად 0:1 დამარცხდა. ეს ფაქტი ტოდ ბოელს არ მოეწონა და დაკავებული თანამდებობიდან ტომას ტუხელი გაათავისუფლა.

ავტორიტეტული გამოცემა GOAL გერმანელი სპეციალისტის შესაძლო შემცვლელების კანდიდატებზე წერს.

მაურისიო პოჩეტინო

2020 წელს, სანამ პსჟ ტუხელს გაუშვებდა და „ჩელსიში“ დაინიშნებოდა, „არისტოკრატებს“ მთავარ მწვრთნელად მაურისიო პოჩეტინოს მოყვანა სურდათ, თუმცა საბოლოოდ არჩევანი ტომასზე შეჩერდა.

ახლა კი ერთ-ერთი კანდიდატი, სწორედ მაურისიოა. შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის დასრულების შემდეგ, პსჟ-მ ახალგაზრდა არგენტინელი გაუშვა და მის ნაცვლად კრისტოფერ გალტიე დანიშნა. აქედან გამომდინარე პოჩეტინო დღემდე უსამსახუროდ არის.

გრეჰემ პოტერი

პოტერის „ბრაიტონი“ საკმაოდ წარმატებული პროექტია. ამ მომენტისთვის ინგლისური კლუბი პრემიერ ლიგაში 6 ტურის შემდეგ, 13 ქულით მეოთხე ადგილს იკავებს. 4 გამარჯვება, 1 ფრე და 1 წაგება - ასეთია გრეჰემის შედეგები.

ჯერჯერობით ყველასთვის უცნობია, თუ რატომ განიხილავს „ჩელსი“ მის კანდიდატურას, მაგრამ აშკარაა, რომ საქმე ნიჭიერ სპეციალისტთან გვაქვს.

ზინედინ ზიდანი

2021 წლის ზაფხულის შემდეგ, ფრანგი ლეგენდა ხელმისაწვდომია. ზიდანს აქტიურად ეპატიჟებოდა „პარი სენ ჟერმენი“, თუმცა მადრიდელთა ყოფილმა თავკაცმა უარი განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინი დიდიე დეშამის გათავისუფლებას ელოდება, რათა მსოფლიო ჩემპიონატს „მამლებს“ სწორედ მანდ უხელმძღვანელოს.

ტოდ ბოელი ზიდანს დაუკავშირდა და საკუთარი პირობები გააცნო, თუმცა ლეგენდარული ფრანგის პასუხი ჯერჯერობით უცნობია. ასევე გაიჟღერა ჯონ ტერისა და მარსელო ბიელსას კანდიდატურამ, თუმცა როგორც GOAL წერს მათი „გალურჯება“ ნაკლებად სავარაუდოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სელტიკთან შეხვედრაში რეალმა ბენზემა დაკარგა
სელტიკთან შეხვედრაში რეალმა ბენზემა დაკარგა