Aa
Aa

Gazzetta Dello Sport: "მილანის" ობამეიანგს ახალი შეთავაზება გაუკეთა!

პოპულარული იტალიური გამოცემა La Gazzetta Dello Sport-ის ცნობით, "მილანი" პიერ-ემერიკ ობამეიანგის აგენტთან აქტიურ მოლაპარაკებებშია ჩართული.

"შავ-წითლები" მზად არიან, გაბონელი ფორვარდის სანაცვლოდ "დორტმუნდის ბორუსიას" 60 მილიონი ევრო გადაუხადონ, ხოლო თავად ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და წლიურ ხელფასად 7.5 მილიონი ევრო ჩაურიცხონ.

აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთი გუნდი, რომელიც 27 წლის თავდამსხმელის შეძენას ცდილობდა, ამ ტრანსფერს ჩამოშორდა. "ტიანძინ ქუანძინმა" გუშინ ენტონი მოდესტე ოფიციალურად გაიფორმა, შესაბამისად, ფორვარდის დამატების აუცილებლობა აღარ აქვს. 

ამრიგად, ობამეიანგის თავისთან გადასაყვანად "მილანი" და "ჩელსი" იბრძოლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები