იუვენტუსი
Aa
Aa

ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა - პოგბა მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება

27 ივლისს, ტურინის „იუვენტუსის“ ვარჯიშზე პოლ პოგბამ ტრავმა მიიღო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფრანგი ნახევარმცველი საკმაოდ დიდ ხანს გამოტოვებდა.

რამდენიმე კონსულტაციის შემდეგ, პოგბამ ფიზიოთერაპიით რეაბილიტაცია გადაწყვიტა და გუშინ „ბიანკონერისთან“ ერთად პირველად ივარჯიშა, თუმცა თერაპია უძლური აღმოჩნდა, პოლს ტკივილები ისევ დაეწყო და სიტუაცია გართულდა.

„ბებერი ქალბატონი“ ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „პარი სენ ჟერმენს“ უპირისპირდება. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, მასიმილიანო ალეგრიმ დაადასტურა, რომ პოგბამ ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა და ის იანვრამდე ხელმისაწვდომი არ იქნება.

ალეგრი:

„პოგბამ დღეს მეორედ ივარჯიშა, მაგრამ გაჩერდა და ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა. პოლი ხელმისაწვდომი იანვარში იქნება.“

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია „იუვენტუსის“ გულშემატკივრებისთვის ძალზედ უსიამოვნოა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საფრანგეთის ნაკრები, რომელიც ნოემბერში მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს და პოგბა „მამლებს“ ვერ დაეხმარება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატიას პოგბა: პოლს უნდა, რომ ან მოვკვდე ან ციხეში ჩავჯდე
მატიას პოგბა: პოლს უნდა, რომ ან მოვკვდე ან ციხეში ჩავჯდე