საქართველო, ერგინ ატამანი, თურქეთი
Aa
Aa

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია: “ატამანის ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ“

მოგეხსენებათ, ევრობასკეტის მესამე ტურში საქართველოსა და თურქეთის ნაკრებებს შორის მატჩის დროს დუდა სანაძემ და ფურკმან კორკმაზმა იჩხუბეს. მატჩის არბიტრმა ორივე კალათბურთელი პარკეტიდან გააძევა და როგორც მოგვიანებით გაირკვა, დაპირისპირება გასახდელისკენ მიმავალ გზაზეც გაგრძელდა.

ამის შემდეგ, თურქეთის ეროვნული ნაკრების წარმომადგენლებმა ქართველები არაერთ უმსგავსო საქციელის ჩადენაში დაადანაშაულეს, რაზეც საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალური პასუხი გამოაქვეყნა:

რას წერს ფედერაცია?

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გამოხატავს თავის აღშფოთებას თურქეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის მიერ განხორციელებული პროვოკაციული ქმედებების გამო, მისი ქმედება მიმართული იყო სიტუაციის გამწვავებისაკენ, იგი არ ერიდებოდა უხამს ჟესტიკულაციას, როგორც თამაშის მსაჯების ასევე დამსწრე მაყურებლების მიმართებით, მისმა არაეთიკურმა ქცევამ, მანამდე პრესაში და პრესკონფერენციებზე არაერთგზის გახმოვანებულმა შეურაცხმყოფელმა განცხადებებმა ზეგავლენა იქონია თურქეთის ნაკრების მოთამაშეებზე, რისი მკაფიო მაგალითიც იყო ფურკან კორკმაზის მიერ, ფიზიკური აგრესიის გამოვლინება საქართველოს ნაკრების მოთამაშეებთან მიმართებაში, რასაც თან დაერთო მის მხრიდან  მუქარები და აგრესიული ქმედებები... მუქარისა და სიცოცხლის ხელყოფის გზავნილები ატაცებულ იქნა თურქეთის ნაკრების გულშემატკივართა მხრიდანაც, არაერთი ასეთი ხასიათის გზავნილი იქნა მიღებული საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მოითხოვს ფიბასგან სათანადო რეაგირებას აღნიშნულ საკითხზე, რათა მკაცრი პასუხი გაეცეს თურქეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის შეგნებულად განხორციელებულ პროვოკაციულ საქციელს.

იმავდროულად გასკვირი და ყველა ზღვარს გადაცილებულია თურქეთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ომერ ონანის ცილისმწამებელი განცხადება პოლიციისა  და საქართველოს ნაკრების მოთამაშეების მიერ მათ მოთამაშეზე თავდასხმის შესახებ...

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია მიმართავს ყველა ღონეს რათა ძალიან მალე ნათელი მოეფინოს ომენ ონანის არასწორ და შეურაცხმყოფელ განცხადებას და იტოვებს იმედს, რომ ომერ ომანი არ ახმოვანებს ჩვენი მეგობარი ფედერაციის განწყობას ჩვენსა და ჩვენი სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ  და ეს არის მხოლოდ მისი პირადი ინტერპრეტაცია, რომელიც არაა გამაგრებული არანაირი მტკიცებულებით და რის გამოც ვითხოვთ დროულად ჩატარდეს სპეციალური მოკვლევა სიმართლის დასადგენად. 

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია სრულიად ემიჯნება ყველანაირ ძალადობას. ჩვენი პოზიციაა, რომ რაც მოთამაშეებსა და მატჩის მონაწილეებს შორის ხდება, მოედნის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მწვრთნელის ასისტენტი: “სამმა ქართველმა უსაფრთხოების ყველა ნორმა დაარღვია“
მწვრთნელის ასისტენტი: “სამმა ქართველმა უსაფრთხოების ყველა ნორმა დაარღვია“