არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

არსენალის პირველი მარცხი და მანჩესტერის ზედიზედ მე-4 მოგება

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაუმარცხებელ ლონდონის „არსენალს“ უმასპინძლა და საკმაოდ მძიმე ბრძოლაში 3:1 მოუგო. არტეტას გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი განიცადა. „მანჩესტერმა“ კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო.

გულშემატკივრებმა საკმაოდ მხიარული დაპირისპირება იხილეს. ბურთს ძირითადად „მეთოფეები“ აკონტროლებდნენ და „წითელი ეშმაკები“ კონტრ-შეტევებზე თამაშობდნენ. ასეთმა ტაქტიკამ შედეგი გამოიღო.

შეხვედრის 35-ე წუთზე დებიუტანტმა ენტონიმ გაისროლა და „იუნაიტედი“ დააწინაურა. პირველი ნახევარი ტენ ჰაგის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში ლონდონელები კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ და მე-60 წუთზე საკამ წონასწორობა აღადგინა.

რამდენიმე წუთით სრული უპირატესობა „არსენალის“ მხარეს იყო, მაგრამ ბრუნო ფერნანდეშის გენიალური პასის შემდეგ, რაშფორდი რემსდეილთან პირისპირ დარჩა და გოლი გაიტანა. „მეთოფეები“ კიდევ უფრო დიდი ძალებით წავიდნენ წინ და დაცვაში სივრცეები გაჩნდა. 75-ე წუთზე მარკუსმა დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა.

შეგახსენებთ, რომ ამ მატჩის შემდეგ პრემიერ ლიგას 15 ქულით კვლავ „არსენალი“ ლიდერობს, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედი“ 12 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ნათელი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს“ - ხვიჩამ ემიგრანტებს მიმართა
“ნათელი მომავლისთვის ყველაფერი გვერდზე გადადეს“ - ხვიჩამ ემიგრანტებს მიმართა