შვაინშტაიგერი „ბაიერნიდან“ წასვლას არ გამორიცხავს
Aa
Aa

შვაინშტაიგერი „ბაიერნიდან“ წასვლას არ გამორიცხავს

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი, ბასტიან შვაინშტაიგერი აცხადებს, რომ შესაძლოა მან „რეკორდმაისტერთა“ რიგები დატოვოს. გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის თქმით, ის კლუბთან საკუთარ მომავალს უახლოეს დღეებში განიხილავს.

„შეთანხმების თანახმად, რუმენიგესთან საკუთარი მომავალი სეზონის დამთავრებისთანავე უნდა გამერკვია. მიუხედავად ამისა, შეხვედრა ჯერ-ჯერობით არ შემდგარა და მეც დანამდვილებით არაფრის თქმა არ შემიძლია“ - განაცხადა ბასტიან შვაინშტაიგერმა

უკანასკნელი სეზონი შვაინშტაიგერისთვის წარმატებული ნამდვილად არ გამოდგა. ფეხბურთელმა უფრო მეტი დრო გუნდის ლაზარეთში გაატარა, ვიდრე მოედანზე. შეგახსენებთ, რომ ბასტიანს კლუბთან კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები