ოფიციალურად: დონარუმამ
Aa
Aa

ოფიციალურად: დონარუმამ "მილანთან" გაახანგრძლივა!

უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯანლუიჯი დონარუმა "მილანის" რიგებში რჩება. მან გუშინ საღამოს "კასა მილანში" კლუბთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით გაახანგრძლივა, შესაბამისად, "სან სიროზე" 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.

თინეიჯერი მეკარის გამოსასყიდი თანხა 70 მილიონი ევრო იქნება, თუმცა თუკი "მილანი" "ჩემპიონთა ლიგის" საგზურს ვერ მოიპოვებს, ეს თანხა 50 მილიონ ევრომდე შემცირდება.

"ჯიჯიოს" წლიური ხელფასი 6 მილიონი ევროა, რომლიდანაც 1 მილიონს მისი ძმა ანტონიო აიღებს. იგი ასევე მეკარეა და "მილანის" სკოლის აღზრდილია, თუმცა "როსონერის" მთავარ გუნდში არასდროს უთამაშია. 

27 წლის ანტონიო დონარუმა "მილანში" ახლახანს დააბრუნეს, ეს ყველაფერი მისი ძმის კონტრაქტის მიხედვით მოხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები