Aa
Aa

მაკგრეგორმა და მეივეზერმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

26 აგვისტოს სპორტის მოყვარულთა ყურადღება ლას ვეგასისკენ იქნება მიმართული, სადაც შერეული ორთაბრძოლების სუპერვარსკვლავი კონორ მაკგრეგორი და დაუმარცხებელი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი კრივის წესებით იჩხუბებენ.

მეივეზერმა სპორტული კარიერა 2015 წელს დაასრულა. მის ანგარიშზე 49 გამარჯვება და 0 მარცხია, რითაც როკი მარჩიანოსთან ერთად, მსოფლიოს ყველა დროის რეკორდი ეკუთვნის.

მაკგრეგორი UFC-ს მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონია და შერეულ ორთაბრძოლებში ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ათლეტად მიიჩნევა.

სპორტსმენებმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელმაც, რა თქმა უნდა, დაძაბულ გარემოში ჩაიარა.

მეივეზერი მაკრეგორს ბიჭად მოიხსენიებდა, ხოლო ირლანდიელი თავისზე უფროსი მეტოქისადმი შეურაცხმყოფელ შეძახილებს არ ერიდებოდა.

ბრძოლის ჩასატარებლად მოლაპარაკებები დაახლოებით 1 წლის მანძილზე მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სპორტსმენები ამ ბრძოლისათვის 100-100 მილიონ ევროს მიიღებენ.

ცხელი ამბები