კრიშტიანუ რონალდუ, ჰარი მაგუაიერი
Aa
Aa

The Athletic: რონალდუ მაგუაიერის მოშორებას და კავანისთან ერთად თამაშს ითხოვდა

ცნობილი ბრიტანული გამოცემა The Athletic-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედში“ მომხდარ მოვლენებს აღწერს.

კერძოდ, საქმე გასულ სეზონს ეხება, როცა გუნდს რალფ რანგნიკი წვრთნიდა. წყაროს ცნობით, კრიშტიანუ რონალდუ, პოლ პოგბა და რაფაელ ვარანი - გუნდის გამოცდილი წევრები თებერვალში მწვრთნელს შეხვდნენ და შემადგენლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ გაესაუბრნენ.

რონალდუს ერთ-ერთი მოთხოვნა ორფორვარდიანი ტაქტიკით თამაში იყო. ისევე როგორც „რეალში“ და „იუვენტუსში“ თამაშობდა. კრიშტიანუს მოედანზე კავანისთან ერთად ყოფნა სურდა.

რონალდუმ ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ ჰარი მაგუაირი სასტარტო შემადგენლობიდან უნდა ამოვარდნილიყო, რადგან მას წარუმატებელი სერია ჰქონდა. რანგნიკის პასუხი იყო, რომ მისთვის ამ საუბრის შინაარსი და ფორმა მიუღებელი იყო, რადგან გუნდის კაპიტანი იმ მომენტში იქ არ იმყოფებოდა.

კრიშტიანუ ამბობდა, რომ მაგუაიერი პრობლემის ნაწილი იყო და იგი გუნდს წარმატების მიღწევაში ხელს უშლიდა.

როგორც წყარო წერს, ზოგიერთმა იქ დამსწრე მოთამაშემ საუბრის შემდეგ მწვრთნელს ბოდიში მოუხადა, რადგან შემდგარი დისკუსიის შემდეგ, მათ თავი უხერხულად იგრძნეს.

იმ მომენტში ამ საუბარს შედეგი არ მოჰყოლია, თუმცა უკვე ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნის შემდეგ, ჰარი მაგუაიერმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,შეისწავლეს, კარგად არ უთამაშია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა
,,შეისწავლეს, კარგად არ უთამაშია“ - კასანომ ხვიჩაზე ისაუბრა