თბილისის
Aa
Aa

თბილისის "დინამო" "ჩემპიონთა ლიგაზე" ესპანურ "ხუვენტუდს" შეხვდება

შვეიცარიაში კალათბურთის "ჩემპიონთა ლიგის" საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა.

ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" ესპანურ "ხოვენტუდს" დაუპირისპირდება. პირველი თამაში 19 სექტემბერს თბილისში ჩატარდება, ხოლო მეორე შეხვედრა ბადალონაში 21 სექტემბერს გაიმართება.

პირველი ეტაპის დაძლევის შემთხვევაში, თბილისელები მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ფინურ "კატაიას" დაუპირიპირდებიან. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კი "დინამოს" შესაძლო მეტოქე გერმანული "ტელეკომ ბონი" იქნება.

სამივე საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში "დინამო" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები